უამინდობის გამო, შეფერხებით მუშაობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი. ავიაკომპანია ვიზეარის თვითმფრინავი, რომელიც მემინგენი-ქუთაისის რეისს ასრულებდა, ძლიერი ყინვისა და თოვლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა.
მეტეოროლოგიური პირობების გამო, ასევე გაუქმებულია სალონიკის დღევანდელი რეისი.
ავიარეისებთან დაკავშირებით განახლებული ინფორმაცია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის facebook-ის გვერდზეა გამოქვეყნებული.