12 ათასი აბონენტი ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი აჭარაში. ბუნებრივი აირის მიწოდება ბათუმსა და ხელვაჩაურს გუშინ სრულად შეუწყდა, გამორთული აბონენტების რაოდენობა 50 ათასს აღწევდა.
მიზეზად ცენტრალურ მილსადენზე შექმნილი ავარიული მდგომარეობა დასახელდა.
სასწავლო პროცესი შეწყდა ყველა იმ სკოლასა და საბავშვო ბაღში, სადაც გათბობა ბუნებრივ აირზეა დამოკიდებული. როგორც SOCAR Georgia-ში განაცხადეს, ტექნიკური ჯგუფები 24 საათიან რეჟიმის მუშაობენ.
„ჩვენი შესაბამისი სამსახურები ამ საკითხთან დაკავშირებით მუშაობენ, გადასული ვართ 24-საათიან მორიგეობის გრაფიკზე და რისკები იმისა, რომ ეს ასეთი სიტუაცია ისევ გამეორდება, დაყვანილი გვაქვს მინიმუმამდე,“ - განაცხადა სოკარ ჯორჯია გაზი - აჭარის ექსპლუატაციის სამსახურის უფროსმა, დაჩი მახარაძემ.