06 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
რუსთაველი მძღოლების ნაწილმა კომპანია ინტერტრანსთან მოლაპარაკებები დაიწყო

აქცია რუსთავში - მძღოლების ნაწილი ყოველდღიური მოსაკრებლის 20 ლარით გაზრდას ამ დრომდე აპროტესტებს, ნაწილმა კი ინდივიდუალური მოლაპარაკებები დაიწყო კერძო კომპანია ინტერტრანსთან.

„კომპანიის ხელმძღვანელობამ ყველა სამარშუტო ხაზი მძღოლთან ინდივიდუალურად აწარმოებს მოლაპარაკებებს. რაც შეეხება აღნიშნულ ხაზს, აღნიშნულ ხაზზე დასაქმებულ მძღოლებს კომპანიის მიმართ აქვთ 14 ათასი ლარი და ახლა საუბარია ამ გეგმიური გადასახადის და ამ დავალიანების დაბალანსებაზე. კომპანიის ხელმძღვანელობამ არ მოხსნა არც ერთი მძღოლი სამარშუტო ხაზიდან, თვითნებურად მიიღეს ეს გადაწყვეტილება და ისინი თვითნებურად არ გავიდნენ დღეს სამუშაოდ,“ - განაცხადა ინტერტრანსის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, სოფო ცერცვაძემ.

რუსთავის ძველი ბაზრიდან თბილისში რკინიგზის სადგურის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლები გუშინ, დღის მეორე ნახევრიდან გაიფიცნენ. ჯამში სულ 25 მძღოლია გაფიცული. დღეს დილიდან რუსთავის ძველი ბაზრიდან თბილისი ცენტრალის მიმართულებით არც ერთი სამარშუტო ტაქსი არ გამოსულა.

„პროტესტის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ პრაქტიკულად ვეღარ შევძლებთ როგორც მძღოლები არსებობას. ესენი მონებად უფრო გვთვლიან, ვიდრე ადამიანებად. კერძო მესაკუთრეობა არ ნიშნავს ბატონობას,“ - განაცხადა ერთერთმა მძღოლმა.

 

დღის ამბები