საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ბარბარობის დღესასწაულს აღნიშნავს. მახათას მთაზე პარაკლისი კათოლიკოს-პატრიარქმა გადაიხადა, ბავშვები დალოცა და მრევლისთვის იქადაგა.
პირველად დაირეკა მახათის მთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები, ასევე შესრულდა სპეციალურად ზარების რეკვისთვის შექმნილი მუსიკალური კომპოზიცია.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ მშენებლობის ორგანიზატორმა ფონდმა ივერიისამ ფორმა შეიცვალა და საზოგადოების სახით ჩამოყალიბდა. ორგანიზაცია მახათას კომპლექსის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრის დაარსებას გეგმავს.
მახათას მთაზე იმყოფებიან პრემიერი-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი და მთავრობის სხვა წევრები.