01 ოქტომბერი 2024,   11:14
ვრცლად
სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი დედა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. დალი ყარაულაშვილი სამ შვილთან ერთად მძიმე პირობებში ცხოვრობს.

ოჯახს, ფაქტობრივად, გარეთ უწევთ ცხოვრება, რადგან არა აქვთ გათბობა და შენობის კედლები ნახევრად დანგრეულია. დედის განმარტებით, დახმარებისთვის გლდანის გამგებელს მიმართა, თუმცა უშედეგოდ.

ოჯახი დღეს შალვა ნათელაშვილმა მოინახულა და ბარბარობა მიულოცა.

„ხელისუფლებამ უნდა გაანძრიოს ხელი, რომ მრავალშვილიანობა გახდეს წესი ჩვენს ქვეყანაში და ასეთ პირობებში არ ცხოვრობდნენ 5, 3 და თუნდაც ერთი შვილის პატრონი ადამიანები და მათ ჰქონდეთ წახალისება და ჰქონდეთ სტიმული იმისა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაუზარდონ მამულს,“ - განახადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები