06 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ

ვარკეთილში, სუხიშვილის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის წინ დაწყებულ მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები რეკრეაციულ ზონაში მრავალსართულიანი კორპუსის დაგეგმილი მშენებლობის გაჩერებას ითხოვენ.

მათი განმარტებით, ადგილზე გამწვანებული ზოლის მოწყობა უნდა მოხდეს, თუმცა ამ დრომდე მერიის ნებართვა მოსახლეობამ ვერ მიიღო. მაღალი ნაგებობის აშენების შემთხვევაში კი, სუხიშვილის ქუჩის მაცხოვრებლების განმარტებით, საფრთხე ექმნება ახლომდებარე ავარიულ კორპუსებსაც.

საკითხს დღეს თბილისის მერი გამოეხმაურა. დავით ნარმანიას განცხადებით, მშენებლობის პროექტი გადაიხედება.

დღის ამბები