06 ნოემბერი 2024,   05:58
ვრცლად
უშველე ლარს! - აქცია მთავრობის კანცელარიასთან

უშველე ლარს! - პლატფორმა დაიცავი თავისუფლების წევრები ამ წუთებში მთავრობის კანცელარიის  წინ აქციას იწყებენ. მათ კონკრეტული ეკონომიკური რეკომენდაციები აქვთ და ეცდებიან, საკუთარი პოზიცია ხელისუფლებას გააცნონ. 

აქციის მონაწილეები ლარის გაუფასურებას აპროტესტებენ და პასუხისმგებლობას მთლიანად ხელისუფლებას აკისრებენ. ისინი მთავრობისგან ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლას და აქციზის გაზრდილი გადასახადის შემცირებას ითხოვენ.   

აქცია ნაძვის ხის მორთვით დაიწყო, სადაც აქციის მონაწილეებმა დოლარის კუპიურის ასლები დაჰკიდეს, სადაც ივანიშვილის ფოტოებია დატანილი. 

აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა სხვადასხვა პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებთა და დასძინა,  "ყველა, ვისაც გული შესტკივა ამ ქვეყანაზე, უნდა გაერთიანდეს". 

       

დღის ამბები