06 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
დავით ნარმანიამ ვაზისუბანში განახლებული სკვერი გახსნა

თბილისის მერმა ვაზისუბანში განახლებული სკვერი გახსნა. რეკრეაციული ზონა კვაჭანტირაძის ქუჩაზე 2800 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო. დაირგო 140 სახეობის მცენარე და დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები.

სკვერის რეაბილიტაცია ოქტომბერში დაიწყო და მასზე თბილისის ბიუჯეტიდან 110 ათასი ლარი დაიხარჯა.

„ქალაქს შეემეტა ერთი კეთილმოწყობილი სკვერი, რომელიც ტერიტორიაზეც ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები და ამით ისარგებლებს არამხოლოდ უბნის მოსახლეობა, არამედ გვერდით არსებული საბავშვო ბაღი და მისი აღსაზრდელები,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

დღის ამბები