06 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
ვისწავლოთ ქართული კონსტიტუციასთან ერთად - შემაჯამებელი ღონისძიება თსუ-ში

ვისწავლოთ ქართული კონსტიტუციასთან ერთად - პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პროექტი ითვალისწინებს ეთნიკურად არაქართველი საქართველოს მოქალაქეებისათვის მშობლიური ენის შესწავლას განურჩევლად ასაკისა და უკვე ორი წელია, წარმატებით მიმდინარეობს.

წელს სახელმწიფო ენასთან ერთად ხდებოდა კონსტიტუციის ელემენტების შესწავლაც.

„მომდევნო წელი საქართველოს პრეზიდენტმა გამოაცხადა განათლების წლად და შესაბამისად ჩვენ ამ მიმართულებით გავაგრძელებთ მუშაობას. ერთერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, ყველამ შეძლოს სახელწიფო ენაზე მეტი განათლების მიღება,“ - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

პროექტი ვისწავლოთ ქართული კონსტიტუციასთან ერთად ორი წელია, საქართველოს რამდენიმე რეგიონში, - ქვემო ქართლში, კახეთსა და სამცხე-ჯავახეთში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობა 73 სოფლის ხუთი ათასზე მეტმა მსმენელმა მიიღო. 

დღის ამბები