06 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
დევნილებს 400 ბინა გადასცეს - საცხოვრებლების გადანაწილების კენჭისყრა დღეს გაიმართა

დევნილ ოჯახებს თბილისში 400-ს ბინას გადასცემენ. დღეს საცხოვრებლების გადანაწილების კენჭისყრა გაიმართა, რომელსაც სოზარ სუბარი და სახალხო დამცველის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, დაიხურა 12 ავარიული შენობა და იქ მცხოვრებ ოჯახებს სამინისტრო ახალაშენებულ კორპუსებში გადაანაწილებს.

„ეს არის 400 ოჯახი, რომელიც ახალ აშენებულ, ძალიან კარგად გაკეთებულ და გარემონტებულ სახლებში შეხვდებიან ახალ წელს, 200 ოჯახი - თბილისის ზღვაზე, 200 ოჯახი - ცოტნე დადიანის ქუჩაზე,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები