06 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
თურქეთის დროშით მცურავი გემი ფოთში გარემოს დაბინძურებისთვის დაჯარიმდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციასთან ერთად გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

თურქეთის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა ფოთის ნავსადგურში სამეურნეო ფეკალური წყლები ჩაღვარა.

გემის კაპიტანს განესაზღვრა საჯარიმო სანქცია 65 000 ლარის ოდენობით, რასაც დაემატება გარემოსათვის მიყენებული ზიანი.

თურქეთის დროშით მცურავი გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციების გადახდის შემდეგ დატოვებს. 

დღის ამბები