თოვლისა და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზებზე შეზღუდვებია დაწესებული.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ამბროლაურის საავტომობილო გზის 36-დან 72 კილომეტრამდე მონაკვეთზე.
რაც შეეხება ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის ცაგერი-ბენიერის მონაკვეთს, ალპანა-ცაგერის გზას და ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის ორპირი-ნაქერალას და ახალქალაქი-კარწახის თურქეთის რესპუბლიკის საზღვრის მონაკვეთებს, მისაბმელიანი მანქანების გადაადგილების აკრძალვასთან ერთად დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.
გატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად ქუთაისი-ალპანა-მამისონის საავტომობილო გზის ტვიში-ალპანას მონაკვეთზე ამ დროისთვის ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.