ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავ ელექტრომატარებელ N 682-ზე აალება მოხდა. ოპერატიულად განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარს ხელი არ შეუშლია მატარებლების მოძრაობის გრაფიკზე. მოძრაობა აღდგენილია, მიმდინარეობს მოკვლევა და უახლოეს პერიოდში გაირკვევა აალების მიზეზები,"-ნათქვამია განცხადებაში.