06 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
ქართველი მოდელის წარმატება პარიზში

ქალის თეთრეულის ცნობილმა ბრენდმა ეტამმა ახალი კოლექცია შემოდგომაზე პირველად პარიზში აჩვენა. პომპეზურ სანახაობაზე მოდის ინდუსტრიის წამყვან მოდელებს შორის ქართველი ანა შელიაც გამოჩნდა.

19 წლის მოდელისთვის პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში თეთრეულის ბრენდის ჩვენება ერთგვარი ტრამპლინი და წარმატების საწყისია.

უკვე 8 წელია მოდელობს. დანიელი მოდის ფოტოგრაფი ადამ ქედსინდი მსოფლიო მოდის დედაქალაქების შემდეგ ახლა თბილისში მუშაობს. აქ მერვედ ჩამოვიდა და ყოველ ჯერზე ანას აუცილებლად იღებს.

ეტამის ჩვენებაზე ქართველმა მოდელმა დიდი გამოცდილება მიიღო. პირველად ანამ პოდიუმზე ფეხი თაკო ჩხეიძის ჯეო მოდელსში აიდგა და უკვე პროფესიონალურ სამოდელო სფეროში შეაბიჯა.

ქართველი მოდელი იანვარში პარიზში, ხოლო მოგვიანებით ლონდონში მიემნგზავრება.

ავტორი: თაკო მესხი.

დღის ამბები