06 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის საკითხზე დაპირისპირებები გრძელდება

ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციისა და ლეგალიზების საკითხზე დაპირისპირებები ამ დრომდე არ წყდება. საქართველოს მაშტაბით ყოველდღიურად პოლიცია 112 ადამიანს აიძულებს ნარკოტესტის ჩაბარებას. გასული 7 წლის განმავლობაში 33 ტონა შარდი შეგროვდა. 327 ათას 276 ადამიანი შემოწმდა, აქედან ნარკოტიკის კვალს მხოლოდ 35%-ში მიაკვლიეს, შემოწმებული ადამიანების 65%-ს კი ვერაფერი აღმოუჩინეს. ასეთი მაშტაბური ნარკოტესტირება, სახელმწიფოს 17 მილიონი ლარი დაუჯდა.

ბოლო დროის ერთ-ერთი გახმაურებული ამბავი დემურ სტურუას საქმე იყო, რომელსაც საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

ამ საკითხში ყველაზე აქტიური თეთრი ხმაურის მოძრაობა ითხოვს, რომ გაუქმდეს ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკა, ურინოტესტირების პრაქტიკა, მოხდეს ნარკოტიკების კლასიფიკაცია და განისაზღვროს პირადი მოხმარების დოზები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად მარიხუანას დარგვა იკრძალება და  2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიუხედავად კანონისა, 31 დეკემბერს პოლიტიკური პარტია გირჩი ნებისმიერ მოხალისესთან ერთად, ქოთნებში მარიხუანას დათესვასა და გახარებას აპირებს. ზურა ჯაფარიძემ ეს აქცია გადაცემა არჩევანშიც დააანონსა.

ამ საკითხზეც აზრი ორად იყოფა და დიდი პოლემიკის საგანია. ნარკოლოგების ერთი ნაწილი თვლის, რომ დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია, მეორე კი ფიქრობს, რომ ეს საჭირო არ არის. 

ავტორი: ანანო ბაკურაძე.

დღის ამბები