სოფელ მეჯვრისხევში მდებარე მეცხრამეტე საუკუნეში აგებულ საჯარო სკოლას, ჭავჭავაძეების სასახლის კომპლექსსა და კიდევ სამ ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
2016 წელს გორის მერიამ გადაწყვიტა სკოლის დემონტაჟი, რამაც მოსახლეობის პროტესტი გამოიწვია და დემონტაჟის გადაწყვეტილება გაუქმდა.
როგორც უკვე გასული კვირის პოსტსკრიპტუმის რეპორტაჟიდან შეიტყვეთ, სახლს აქვს სამდარბაზიანი მარანი, სადაც 15 ცალი 800-ლიტრიანი ქვევრია. შენობას ასევე აქვს 1,5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 100-წლოვანი ნარგავებით.
19 საუკუნის დიდგვაროვანთა სახლში ბოლო წლებში სკოლა იყო განთავსებული. ადგილობრივების ცნობით, შენობა დემონტაჟისთვის 100 ლარად გასხვისდა.