06 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ხანძარი სიღნაღში - სოფელ ნუკრიანში კულტურის სახლი დაიწვა

კულტურის სახლი დაიწვა სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში. ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი თავდაპირველად შენობის დარბაზს გაუჩნდა, საიდანაც ჭერში გავრცელდა და 400 კვადრატულ მეტრ ფართობს მოედო.

შენობაში რამდენიმე ორგანიზაციის ოფისი იყო განთავსებული,  მათ შორის სოციალური საწარმო, რომლის ინვენტარიც განადგურდა.

ჭერიდან ჩამოსულმა წყალმა კი შენობა მთლიანად  დააზიანა. ცეცხლის ლიკვიდაციას რამდენიმე საათი დასჭირდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი, სავარაუდოდ, ბავშვების დაუდევრობით გაჩნდა.

დღის ამბები