ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გაზეთ აჭარა PS-ის ჟურნალისტი, თამაზ ქობულაძე, დაიღუპა. შემთხვევა ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა.
ჟურნალისტს სამარშრუტო ტაქსი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაეჯახა. ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.
„მთელი ტელევიზია არის შოკირებული, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი იმიტომ, რომ ეს ბიჭი იყო პროფესიონალი,“ - განაცხადა გაზეთ აჭარა PS-ის რედაქტორმა, ჯემალ მეგრელიძემ.