06 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებული მეანაბრეები კანცელარიასთან აქციას გამართავენ

საფინანსო კომპანია საქართველოს მიერ დაზარალებული მეანაბრეები დღეს თანხის დაბრუნების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის გამართვას გეგმავენ.

ისინი ასევე ითხოვენ, შეიქმნას კომისია, რომელიც კომპანიასა და ეროვნულ ბანკს შორის ურთიერთობებს შეისწავლის.

დღესვე სააპელაციოში აპირებს საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას ბრალდებულთა ადვოკატი.

გუშინ პირველმა ინსტანციამ საფინანსო კომპანია საქართველოს დირექტორს, თამაზ ლობჟანიძეს და მმართველს, მერაბ ფერაძეს, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

"ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და არ ცნობს თავს დამნაშავედ. მიგვაჩნია, რომ ძალიან მცირეა მისი დანაშაულის დადასტურების საფუძველი," - აცხადებს ადვოკატი, ლიკა ბითაძე.  

დღის ამბები