მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის, წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
საზეიმო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში შესრულდება.
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ, - 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს აღნიშნავს, როცა მისი წმინდა ნაწილები ბარში გადაასვენეს.