06 ნოემბერი 2024,   05:32
ვრცლად
დიდთოვლობა აჭარაში - ხულოში თოვლის საფარმა სამ მეტრს მიაღწია

აჭარის მაღალმთიან ხულოს რაიონში თოვლის საფარმა სამ მეტრს მიაღწია. ამჟამად აღარ თოვს, თუმცა ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილება უჭირს.

ამ დროისთვის აღდგენილია მოძრაობა ბათუმი-ხულოს ცენტრალურ ავტომაგისტრალზე.

ამის მიუხედავად მოყინული გზების გამო მოძრაობა მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით არის დაშვებული, ჩაკეტილია სოფლებისკენ მიმავალი გზები. დილიდან გაწმენდითი სამუშაოები ისევ განახლდება.

„ელექტროენერგია სამ სოფელს შეფერხებით მიეწოდება, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. გზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ცენტრალური მაგისტრალების გაწმენდა, როგორც შიდა სასოფლო, ისე გოდერძის მიმართულებით,“ - განაცხადა ხულოს გამგებელმა, ბესიკ ბაუჩაძემ.

დღის ამბები