06 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
თბილისში დამატებით 15 ახალი ავტობუსი იმუშავებს

პირველი იანვრიდან თბილისში დამატებით 15 ახალი ავტობუსი იმუშავებს. ახალი სატრანსპორტო საშუალებები ძირითადად დიდ მარშრუტებზე ივლიან და გლდანის, დიღმის მასივის, დიდუბის, საბურთალოს და ვაკის ტერიტორიას დაფარავენ.

ახალი ავტობუსები გერმანული წარმოებისაა,  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებულია და თანამედროვე სისტემებით არის აღჭურვილი.

ავტობუსებით მგზავრობის ფასი 50 თეთრი იქნება. ასევე გათვალისწინებული იქნება არსებული შეღავათები.

"ეს არის შემდგომი პარტია, რომელიც იანვარში უნდა მიგვეღო, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ ჩვენი თხოვნა გაითვალისწინა და დააჩქარა მოწოდების პროცესი. ასევე, შედარებით ადრე იქნება მიღებული მომდევნო ავტობუსებიც. კომპანია ითვალისწინებს ჩვენს ბაზაზე არსებულ მდგომარეობას და დროულად გვაწვდის ავტობუსებს,“ - განაცახადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

მომდევნო წლის დასაწყისში თბილისს კიდევ 60 ავტობუსი დაემატება.

დღის ამბები