ბათუმის გვირაბთან სამგზავრო მიკროავტობუსი და 2 ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. შსს-ს ცნობით, ორივე მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
რუსთავი2-თან საუბრისას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.