06 ნოემბერი 2024,   05:50
ვრცლად
ფოთის პორტში გემების შემოსასვლელი არხის სამუშაოები მიმდინარეობს

ფოთის პორტში ფსკერის გაღრმავებითი სამუშაოები დაწყებულია, თუმცა ნავსადგური კვლავ პარალიზებულია და გემების მოძრაობის პროცესი ამ დრომდე შეზღუდულია.

ერთ-ერთი უცხოური კომპანიისგან დაქირავებული გემი  ასტრა ნავსადგურში არხის გაღრმავებით სამუშაოებს პორტის კუთვნილებაში არსებულ გემთან ერთად აწარმოებს.

ფოთის საზღვაო ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის არხის 5 მეტრამდე დაღრმავება მიღწეულია. თუმცა იგი არასაკმარისია ღრმაფსკერიანი კონტეინერმზიდების შემოსასვლელად.

შეგახსენებთ, რომ უამინდობისა და შტორმის გამო ფოთის პორტში გემების შემოსასვლელი არხი ჩაიკეტა, რის გამოც, ნავსადგური 3 დეკემბრის შემდეგ პარალიზებულია.

ტვირთგადამზიდავი კომპანიები კი ამბობენ, რომ პორტის ჩაკეტვით მათ სერიოზული ზარალი მიადგათ და პასუხისმგებლობას ნავსადგურს აკისრებენ.

დღის ამბები