06 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
მთავრობის მიერ დაანონსებულმა ოპტიმიზაციამ თანამშრომლების შემცირება არ უნდა გამოიწვიოს -პროფკავშირები 

პროფკავშირების ახალი ინიციატივა - გაერთიანებაში აქვთ გეგმა, რომლის მიხედვითაც, მთავრობის მიერ გამოცხადებულმა ოპტიმიზაციამ არ უნდა გამოიწვიოს თანამშრომლების შემცირება.

პროფკავშირებში მიაჩნიათ, რომ ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტები უნდა გადაიხედოს.

გარდა ამისა, მაღალჩინოსნებმა ხელფასი უნდა დაიკლონ იმ მიზნით, რომ შესაძლებელი გახდეს თანამშრომლების შენარჩუნება.

„10% საჯარო სექტორში დასაქმებულების დაახლოებით 25-დან 30 ათასი ადამიანი შეიძლება შემცირდეს. ბიუჯეტს მოუწევს მომავალი წლიდან 80 მილიონი ლარის კომპენსაციის სახით გადახდა. ჩვენ პრაქტიკულად შეგვეძლო, რომ 80 მილიონ ლარის დანაზოგი გაგვეკეთებინა, რომ არ შეგვემცირებინა ეს ადამიანები და შეგვემცირებინა ის ნაწილი, რაც დაკავშირებულია ადმინისტრაციულ ხარჯებთან,“ - აცხადებენ  პროფკავშირებში.

დღის ამბები