06 ნოემბერი 2024,   05:44
ვრცლად
თელავში სამი სოფლის მოსახლეობას ჩაბარებული ყურძნის ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღია

თელავში, სამი სოფლის მოსახლეობას რთველის დროს ჩაბარებული ყურძნის ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღია.

გრემის, ნაფარეულისა და ფშაველის მევენახეების ნაწილმა დღეს კახეთის გუბერნატორთან შეხვედრა მოითხოვა.

მათ ყურძენი სოფელ შილდის ღვინის ქარხანაში ჩააბარეს, რომელიც კომპანია "ახაშენს" ჰქონდა დაქირავებული.

ადგილობრივების თქმით, გაუცემელი თანხა 100 ათას ლარზე მეტია. არსებული ინფორმაციით, თანხის გადაუხდელობის გამო, კომპანიის შვიდი თანამშრომელია დაკავებული.

დღის მეორე ნახევარში მევენახეებთან შეხვედრას ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი და კახეთის გუბერნატორი გეგმავენ.

დღის ამბები