06 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ დანაშაულის სტატისტიკა არ ქვეყნდება - გიორგი მღებრიშვილი

დანაშაულის აღრიცხვის სტატისტიკასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, სამინისტროს კანონი არ ავალდებულებს, რომ სტატისტიკა ყოველთვიურად გამოაქვეყნოს. მისი თქმით, შეჯამებული მონაცემები წლის ბოლოს გამოქვეყნდება.

„ბევრი ინტერპრეტაციის საშუალება აქვს ძალიან ბევრ ადამიანს, როგორც უნდა, ისე ითვლის ამ სტატისტიკას. სტატისტიკა დაითვლება წლის ბოლოს ისევე, როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში არსებობს. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და მე ვარ პასუხისმგებელი იმაზე, რომ ეს სტატისტიკა არ ქვეყნდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ არსებობს არანაირი რეგულაცია ამის შესახებ, არანაირი კანონი არ მავალდებულებს მე სტატისტიკის გამოქვეყნებას. ასე რომ, მე მზად ვარ, პასუხი გავცე ყველას, ვინც ამაზე პრეტენზიას წამიყენებს,“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.   

დღის ამბები