რუსთავი 2-ის მაყურებელს დღეს მეგაშოუ ნიჭიერის მორიგი ეტაპი ელის.
ეთერი ზუსტად 9:00 საათიანი კურიერის დასრულების შემდეგ დაიწყება, მანამდე კი ნიჭიერის ავტობუსი მონაწილეებთან ერთად თბილისის ქუჩებში მოგზაურობს.
მონაწილეებმა დღეს პატარა კონცერტი მეტრო რუსთაველთან ქუჩაში მყოფი გამვლელებისთვის გამართეს.
გულშემატკივრებს შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ საკუთარ კერპებს.