განათლების მინისტრი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-6 კორპუსის პიკეტირების თემას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აუდიტორია 115-ის ქმედებას "დანაშაული" უწოდა. ალექსანდრე ჯეჯელავამ სტუდენტებს მოუწოდა, რომ საკუთარი პროტესტის გამოხატვით თანატოლებს სწავლაში ხელი არ შეუშალონ. უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსი ამ დრომდე პიკეტირებულია.
აუდიტორია 115-ის წევრები განათლების კანონში ცვლილებების შეტანასთან ერთად, თვითმმართველობის არსებული მოდელის ძირეულ რეფორმას მოითხოვენ.
„ეს არის სტუდენტების გადაწყვეტილება, რომ ხელი შეუშალონ თავის მეგობრებს სწავლაში და ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული. ჩვენ რამდენჯერმე თქვენი ეთერებით ვისარგებლეთ და ვთხოვეთ ამ ხალხს, რომ გამოხატონ თავიანთი პროტესტი, ოღონდ ისე, რომ თავის თანატოლებს ნუ შეუშლიან სწავლაში ხელს,“ - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.