საკონსტიტუციო სასამართლო სახალხო დამცველის სარჩელის დასაშვებობას განიხილავს. საქმე ეხება სარჩელს, რომლითაც გასაჩივრებულია ის ხუთი საკანონმდებლო აქტი, რომლებითაც ქუჩის იძულებითი ნარკოლოგიური გამოკვლევების წესი რეგულირდება.
მოსარჩელეს აზრით, დაუშვებელია დაუსაბუთებელი ეჭვის გარეშე, მხოლოდ იდენტიფიცირებული ქმედების საფუძველზე პირი ქუჩიდან ნარკოშემოწმებისთვის გადაიყვანონ.