06 ნოემბერი 2024,   05:45
ვრცლად
საია-ს იურიდიული ცენტრი დისკრიმინაციის ან უკაკნონო გათავისუფლების შემდეგ დაზარალებულს სასამართლო პროცესში დაეხმარება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივას სამთავრობო ხარჯების ეკონომიის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება. იურისტი ნინო ხუციშვილი სამთავრობო გეგმის წარდგენის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.

,,ხარჯების შემცირება საჯარო დაწესებულებებში საჭიროა, თუმცა აუცილებელია საქართველოს მთვარობამ წარმოადგინოს ნათელი და კონკრეტული გეგმა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმართიულევბებით არის აღნიშნული ხარჯების შემცირება აუცილებელი. გულისხმობს ეს თუ არა შტატების შემცირებას,“-აცხადებს ნინო ცუხიშვილი.

მისი თქმით, საია-ს მთავარი რეკომენდაცია საქართველოს მთავრობისა და საჯარო დაწესებულებებისთვის არის ის, რომ საბიუჯეტო სახსრების შემცირებისას ხელისუფლება მაქსიმალურად ეცადოს ეს არ აისახოს სახელფასო ფონდზე.

,,იმ შემთხვევაში თუ საჯარო დაწესებულება გადაწყვეტს, რომ საჭირო არის შტატების ოპტიმიზაცია, მნიშვნელოვანია, რომ ეს მოხდეს ერთგვაროვნად მთელი საჯარო სამსახურის სისტემაში. ამის მისაღწევად თითოეულმა საჯარო დაწესებულებამ განახორციელოს და მიიღოს რეკომენდაციები საჯარო სამსახურის ბიუროსაგან.

"მნიშვნელოვანია, რომ შტატების ოპტიმიზაცია მიბმული იყოს საჯარო დაწესებულების ფუნქციაზე და ეს არ იყოს კონკრეტული პირების შერჩევით გათავისუფლება,“- აცხადებს ნინო ცუხიშვილი.

მისი თქმით, საია აპირებს გამოითხოვოს ინფორმაცია არსებული კოორდინაციის შესასწავლად, ასევე გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.

ასევე, საია-ს იურიდიული ცენტრი დისკრიმინაციის ან უკაკნონო გათავისუფლების შემდეგ დაზარალებულს სამართლო პროცესში დაეხმარება.

,,პირველ რიგში, საჯარო მოხელეებმა მათი სურვილის საწინააღმდეგოდ არ უნდა დაწერონ განცხადებები. საჯარო უწყებამ შტატების რეორგანიზაციის შემთხვევაში კანონის მოთხოვნების დაცვით უნდა განახორციელონ“- აცხადებს ნინო ცუხიშვილი.

 

დღის ამბები