06 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
საქართველოში გოლფის ეროვნულ ფედერაცია მოედნების გარეშე არსებობს

საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო სტანდარტების მქონე გოლფის მოედანი კაჭრეთში მდებარეობს.

კაჭრეთის მოედანი უკვე 2 წელია აქტიურად ფუნქციონირებს. აქ პროფესიონალი და მოყვარული სპორტსმენები მომზადებასაც გადიან. 

კაჭრეთის გოლფის ბაზის დამფუძნებლები ეროვნული ფედერაციის სტატუსის მინიჭებას უშედეგოდ ითხოვენ.

მიზეზად სამინისტრომ ის დაასახელა, რომ გოლფის ფედერაცია საქართველოში უკვე არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ მას არც მოედნები აქვს და ბოლო 2 წლის განმავლობაში არც რაიმე აქტივობა ჩაუტარებია. მისი დამფუძნებელი და პრეზიდენტი კი პატრიოტთა ალიანისისა და პარლამენტის წევრი გელა მიქაძეა.

სპორტის სამინისტროშიც აცხადებენ რომ ფედერაცია დარეგისტირერების დროს ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, თუმცა შეასრულა თუ არა ვალდებულებები ამას იანავარში დაგეგმილ სდხომაზე შესაბამისი კომისია განიხილავს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი

დღის ამბები