06 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
დაგმობს თუ არა საქართველოს პარლამენტი სირიაში მიმდინარე მოვლენებს და რუსეთის აგრესიას ჯერ უცნობია

საქართველოს პარლამენტში რესპუბლიკელების ინიციატივას სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარულ კატასტროფასთან დაკავშირებით, დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართვის ტექსტი უკვე მოამზადა. უმრავლესობა მზად არის განცხადების შინაარსზე სამუშაოდ, თუმცა საბოლოოდ რა ვარიანტი იქნება მისაღები მმართველი გუნდისთვის ჯერ უცნობია.

რეპუბლიკელების აზრით, სირიაში მიმდინარე კატასტროფულ მდგომარეობაზე დაუყოვნებლივი რეაგირებაა აუცილებელი.

"სამარცხვინო იქნება თუ ვერ შეთანხმდნენ,"-აცხადებს თამარ კორძაია.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უმრავლესობა რესპუბლიკელებისა და ნაციონალური მოძრაობის პათოსს იზიარებს. 

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.

დღის ამბები