საქართველოს პრეზიდენტისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით პრეზიდენტის სასახლეში ერთობლივი საახალწლო მიღება გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა და გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პატრიარქს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო ორგანიზაციებს უმასპინძლეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობა, რომელიც ანბანის იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანას უკავშირდება.
„წელს, ჩვენმა ქვეყანამ ჩააბარა მნიშვნელოვანი გამოცდა. ჩვენ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩავატარეთ, 2017 წელს ჩვენს წინაშე, ასევე მნიშვნელოვანი გამოწვევები დგას,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
განცხადება გააკეთა პრემიერ-მინისტრმაც.
„ვისურვებდი, რომ მომავალ წელს, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში იყოს პირველ რიგში მშვიდობა, იყოს მეტი პოზიტივი და უფრო ნაკლები ნეგატივი,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.