"ამ ეტაპზე გერმანული მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს" - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ გერმანიაში საქართველოს საელჩოსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში მოქმედებს ცხელი ხაზი და რომ საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა გერმანიის საგანგებო სიტუაციების სამსახურის პირველადი რეაგირების ჯგუფთან.
კურიერთან სატელეფონო საუბრის დროს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს ხალხმრავალ ადგილებში გამოჩენისგან თავის შეკავებას თხოვს.