ბერლინში დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, თუმცა ისინი ინციდენტის შეესწრნენ. ისინი მომხდარის დეტალებს კურიერთან ტელეფონით ყვებიან.
საქართველოს მოქალაქეების თქმით, მომხდარის შემდეგ ხალხში პანიკა დაიწყო, სატვირთო ავტომობილის მძღოლი მიიმალა. მათი ინფორმაციით, მომხდარის გამო პოლიციამ ბერლინის სხვა ხალხმრავალ ადგილებში კონტროლი გაამკაცრა.
ტერორისტული აქტი ბერლინის ცენტრში, საშობაო ბაზრობაზე მოხდა. სატვირთო მანქანა ხალხში შევარდა - დაიღუპა 12 ადამიანი, 48 დაშავებული კი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.