სემეკის თავმჯდომარე ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე სამომხმარებლო ტარიფების ზრდას არ გამორიცხავს. მისივე თქმით, დიდი ალბათობით, თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფი გაიზრდება.
განსხვავებულია ოპოზიციის მოსაზრება. მათი თქმით, ლარის გაუფასურება სამომხმარებლო ტარიფზეც აისახება. ენერგეტიკის სექტორში არსებული ვითარება და სატარიფო სისტემის საკითხი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.
სხდომაზე ენგურჰესის გაჩერების შემდეგ, აფხაზური მხარის ელექტროენერგიით მომარაგების საკითხზეც იმსჯელეს.