06 ნოემბერი 2024,   06:01
ვრცლად
„m კვადრატის“ ინიციატივის ამოქმედებას "რესპუბლიკელები" პარლამენტის წევრების ინტერესებს უკავშირებენ

რესპუბლიკელები m კვადრატის ინიციატივაზე პროტესტს გამოთქვამენ. საკრებულოს ოპოზიციის წევრების განცხადებით, ამ კომპანიის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია, რადგან ის ხეების მოჭრასთან დაკავშირებით რეგულაციების გადახედვას გულისხმობს.

რესპუბლიკური პარტიის წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარეს მოუწოდეს, რომ დედაქალაქში ხეების მოჭრის საკითხი არა პარლამენტში, არამედ საკრებულოს სხდომაზე გადაწყდეს.

„ეს წერილი არის თავისი შინაარსით შემაშფოთებელი იმ თვალსაზრისით, რომ ვიცით რა ვითარებაც არის ქალაქში და იმ თვალსაზრისითაც, რომ ის გვერდს უვლის ქალაქის ხელისუფლებას. კიდევ უფრო შემაშფოთებელია თბილისის მერიის განცხადება და ძალიან შემაშფოთებელია პარლამენტის მყისიერი რეაგირება და ამ წინადადების უკვე კანონპროექტად ქცევა და ამ საკითხზე საკომიტეტო მოსმენების დაწყება, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ეს წერილი არ არის მხოლოდ სამშენებლო კომპანია m კვადრატის ინიციატივა და ამაში გამოკვეთილია საქართველოს პარლამენტის წევრების ინტერესები,“ - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ.

დღის ამბები