01 ოქტომბერი 2024,   11:29
ვრცლად
ქუთაისის აეროპორტში გადადებული რეისების გამო მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ

ქუთაისის აეროპორტში გადადებული ავიარეისები ამ დრომდე არ შესრულებულა. ამასთან დაკავშირებით მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ. მათი განმარტებით, არ იციან როდის შესრულდება რეისები. მგზავრები ამ დრომდე აეროპორტში იმყოფებიან.

გამგზავრების მსურველთა ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს აეროპორტის გარე ტერიტორიაზე არსებულ მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. მათი თქმით, ადგილზე არ მუშაობს ტექნიკა და მიმდებარე ტერიტორია არ იწმინდება.

დღის ამბები