საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიაში ენერგოომბუდსმენის აპარატის 2016 წლის შემაჯამებელი სტატისტიკის პრეზენტაცია გაიმართა.
სტატისტიკით ირკვევა, რომ წელს საჩივრების რაოდენობით წყალომარაგების სექტორი ლიდერობს, მომხარებლებს პრეტენზიები აქვთ სხვა კომპანიებთანაც.
ენერგოომბუდსმენი 2017 წელს კომპანიებს პრობლემების სისტემური მოგვარების რეკომენდაციას აძლევს.
„საჩივრების მიხედვით, ლიდერობს წყალმომარაგების სექტორი. ძირითადი საჩივრები შეეხება არასათანადო მომსახურებას. ასევე პრობლემები გვაქვს ელექტროენერგეტიკის სექტორში, მეტწილად რეგიონებში. ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში კვლავაც რჩება ახალი მომხმარებლის დროული მიერთება ქსელზე და აღრიცხვიანობასთან დაკავშირებული პრობლემები,“ - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა, სალომე ვარდიაშვილმა.