სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რუსეთის ფედერაციას შიოშვილისა და ტოგონიძისთვის თანხის გადახდა მოუწევს. 13 სარჩელი იყო საიას მხრიდან ამდენივე კონსტიტუციის 42-ე მუხლის მიერ. ფულადი კომპენსაციების საკითხი მხოლოდ ამ შემთხვევაშია დადგენილი.
შიოშვილის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამათლომ 30 000 ევროს გადახდა დაადგინა. კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელმა დირექტორის თქმით, სასამართლომ იმსჯელა მთელი რიგი მუხლების დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც, ასევე, განსხვავებულია და ფაქტებიდან გამომდინარე ხდება ასეთი დარღვევების დადგენა.
"კონკრეტული მოქალაქეების ეთნიკური წარმომავლობიდან გამომდინარე თუ ხდება დარღვევა, ბუნებრივია, იქ მე-14 მუხლიც უნდა იყოს მოხსენიებული. ეს არის დისკრიმინაციის მუხლი, რომელიც ამ შემთხვევაში უნდა აღნიშნულიყო გადაწყვეტილებაში, რადგანაც საქართველოს მოქალაქეების, ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ხდებოდა ეს კონკრეტული ქმედებები 2008 წელს“ - განაცხადა კონსტიტუციის 42-ე მუხლის აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ლეგაშვილმა.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის კოორდინატორის თქმით, სტრასბურგის სასამართლო საის მიერ წარდგენილ ალტერნატიულ ექსპერტიზის დასკვნებს დაეყრდნო.
"სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და აღნიშნა, რომ პასუხისმგებლობა ტოგონიძის გარდაცვალების ფაქტზე ეკისრება მთლიანად რუსეთის ფედერაციას. იმისთვის, რომ მათ არ აღმოუჩინეს დროული სამედიცინო დახმარება, რასაც მოყვა სასიკვდილო შედეგი. ასევე, მიმდინარე გამოძიება არ იყო ეფექტური და იყო ხარვეზიანი. სასამართლო ეყრდნობა ჩვენ მიერ წარმოდგენილ ალტერნატიულ ექსპერტიზის დასკვნებს. დარღვეული უფლებების საკომპენსაციოდ სასამართლომ რუსეთის ფედერაციას დააკისრა 40 000 ევროს გადახდა თენგიზ ტოგონიძის მეუღლის სასარგებლოდ“ - აცხადებს თამარ აბაზაძე.
2006 წელს ათასობით ქართველის დეპორტაცია მოხდა. რუსეთიდან მათი გამოძევება სატვირთო თვითმფრინავებით ხდებოდა.
ჯარიმის გადახდის ვადა ითვალისწინებს 3 თვეში აღსრულებას. ამის შემდეგ, საქმეში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ერთვება და მათ მოუწევთ მონიტორინგი იმაზე, რომ რუსეთმა გადაწყვეტილება უკლებლივ შეასრულოს.