06 ნოემბერი 2024,   05:34
ვრცლად
ჩუბინაშვილის ქუჩაზე დევნილების საერთო საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა

ჩუბინაშვილის 52 ნომერში დევნილებით დასახლებულ საერთო საცხოვრებელში ხანძრის შედეგად 2 ოჯახი დაზარალდა. ორივე ოჯახი კოდორის ხეობიდან დევნილია.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახერხეს.

დაზარალებული ოჯახები დახმარებას ითხოვენ. დევნილთა განცხადებით, ცეცხლმა საცხოვრებელი ბინები მთლიანად გაანადგურა, მათ დასახმარებლად კი ოფიციალური სტრუქტურებიდან ამ დრომდე არავინ მისულა.

ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად გაუმართავ ელექტროგაყვანილობას ასახელებენ.

დღის ამბები