06 ნოემბერი 2024,   05:53
ვრცლად
ბათუმში საახალწლო ნაძვის ხე 23 დეკემბერს განათდება

ბათუმის მოსახლეობა საახალწლო ინფრასტრუქტურის მოწყობას ელოდება. ადგილობრივები ერას ცენტრალურ მოედანზე საახალწლო ნაძვის ხის დადგმას 17 დეკემბრიდან ელოდებოდნენ.

მოსახლეობა ქალაქის მთავრობას აკრიტიკებს და აცხადებენ, რომ სადღესასწაულო განწყობა მხოლოდ მაღაზიებში იგრძნობა.

აჭარის მთავრობაში სადღესასწაულო სამზადისის დაგვიანებით დაწყების მიზეზად ფოთის ფორტის პარალიზებას ასახელებენ. 

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით კი, ქალაქის მერიამ საახალწლო ინვენტარის შესყიდვის მიზნით ტენდერი დაგვიანებით გამოაცხადა. 

ბათუმის მერია საახალწლო ინფრასტრუქტურის მოწყობის დაგვიანებაში პრობლემას ვერ ხედავს. მერიამ საახალწლო ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით კონტრაქტი მხოლოდ დღეს გააფორმა.

ახლადგაფორებული კონტრაქტისა და სატენდერო პირობების შესწავლას არასამთავრობო ორგანიზაცია გეგმავს.

ერას მოედანზე საახალწლო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს და ნაძვის ხის მორთვა 23 დეკემბერს დასრულდება.

 

 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, თეა ვარშალომიძე.

დღის ამბები