06 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
რუსეთის ელჩის მკვლელობა - საერთაშორისო ექსპერტები მოსკოვის პასუხს სირიაში ელოდებიან

რა იქნება რუსეთის პასუხი ელჩის მკვლელობაზე - საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოსკოვის პასუხი არა თურქეთში, არამედ სირიაში იქნება. 

ანკარაში თურქეთის ელჩის მკვლელობიდან მეორე დღეს მოსკოვში დაანონსებული სამმხრივი შეხვედრა მაინც შედგა. თურქეთის, ირანისა და რუსეთის საგრეო საქმეთა მინისტრები სირიაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.

სერგეი ლავროვმა თქვა, რომ რუსეთის ელჩის მკვლელობის შემდეგ სირიაში ტერორისტებს არ დაინდობენ.

საერთაშორისო ექსპერტები ფიქრობენ, რომ ელჩის მკვლელობა პასუხია რუსეთის მხრიდან ალეპოს დაბომბვაზე, ამიტომ რუსეთის პასუხი არა თურქეთში, არამედ სირიაშია მოსალოდნელი.

პუტინმა - გუშინვე, ლავროვმა კი დღეს განაცხადა, რომ ელჩის მკვლელობა პროვოკაცია იყო რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის ნორმალიზაციის და სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის შესასუსტებლად. ამიტომ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოსკოვი სირიაში სამხედრო ჩარევას გააორმაგებს. ინციდენტი სავარაუდოდ იმოქმედებს ალეპოდან დაგეგმილ ევაკუაციაზე.

დღესვე სამმხრივი შეხვედრის შემდეგ დაანონსდა, რომ რუსეთი, თურქეთი და ირანი მზად არიან, სირიის მთავრობასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების გარანტად იქცნენ. რუსეთის გეგმები უფრო შორს მიდის და სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელებას მომდევნო კვირას იგივე ფორმატში ასტანში გეგმავს.

ექსპერტების აზრით, ელჩის მკვლელობა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობას ამ ეტაპზე ვერ გააფუჭებს, თუმცა რუსეთის შეეცდება, ეს ფაქტი თურქეთზე ზეწოლისა და ახლო აღმოსავლეთში პოზიციების გასამყარებლად გამოიყენოს.

ელჩის მკვლელობა დაგმეს ოფიციალურმა პირებმა თბილისში.

 

 

ავტორი: სოფო ზურაბიანი 

დღის ამბები