შიდა უთანხმოებამ ეკლესიაში, რომელიც აქამდე ფარული დაპირისპირების ჩარჩოებს არ სცდებოდა, უკვე ღია განხეთქილების და ურთიერთ ბრალდებების ფორმა მიიღო.
არსებულ დაპირისპირებაზე კი პირველად ეპისკოპოსმა იაკობმა თავის ქადაგებაში ისაუბრა. სადაც ის სასულიერო პირებსა და პატრიარქის დაცვის წევრებს შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობდა.
პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სოსო ოხანაშვილი, კი მეუფე იაკობმა ილია მეორის წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიაში დაადანაშაულა და მისი "ჩამოშორების" პირობაც დადო.
ამ სიტყვებით ქორეპისკოპოსმა, ბოდბის ტაძარში შეკრებილ მრევლს 5 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს მიმართა.
მეუფე იაკობის ქადაგება კი გაზეთ პრაიმ ტაიმსში გამოქვეყნებულ სტატიას მოჰყვა, სადაც საუბარი იყო ახალციხის და ტაო-კლარჯეთის ქორეპისკოპოს მეუფე თეოდორესათვის 1.5 მილიონად შეფასებული პენთჰაუსი ჩამორთმევის ფაქტზე.
სტატიის საპასუხოდ განცხადება საპატრიარქომ უპასუხა სპეციალური განცხადებით, სადაც სტატიაში მოყვანილი ფაქტები კატეგორიულად უარყო.