01 ოქტომბერი 2024,   11:24
ვრცლად
მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ემზადება პატრიარქობისათვის - ლევან სუთიძე საპატრიარქოში არსებულ დაპირისპირებაზე

მეუფე დიმიტრი შიოლაშვილი ემზადება პატრიარქობისათვის, - ჟურნალისტი ლევან სუთიძე საპატრიარქოში არსებულ ორ ფრთას შორის დაპირისპირებაზე ღიად საუბრობს და აცხადებს, რომ საჯარო დაპირისპირებაში გამოსული სასულიერო პირების უკან პატრიარქობისთვის ბრძოლის ინტერესი დგას.

ამის შესახებ ლევან სუთიძემ გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

"პატრიარქის სიძე, რომელიც არის პატრიარქის უშიშროების სამსახურის უფროსი, დაუპირისპირდა ე.წ. დიღმის დაჯგუფებას. ეს არის უკიდურესად ბნელი და ექსტრემისტული გამონათქვამებით და დანაშაულებრივი ქმედებით გამორჩეული სასულიერო პირი, რომელსაც მფარველობს მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი. ის პატრიარქის ძმიშვილია, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და შემოსავლიანი სასულიერო პირია და, როგორც ჩანს, მან უკვე დაიწყო მზადება პატრიარქობისათვის,“ - განაცხადა ლევან სუთიძემ.

დღის ამბები