ტაბულას ჟურნალისტის, ლევან სუთიძის, განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში პუტინის პროპაგანდა არის გააქტიურებული, რომელიც ყოველგვარ უმცირესობას გმობს.
ამის შესახებ ჟურნალისტმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მისი განცხადებით, სასულიერო პირები ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევიან.
„პუტინის პროპაგანდა რა არის? პუტინის პროპაგანდა არ არის ის, რომ პუტინი კარგია იმიტომ, რომ ამის აღარავის აღარ სჯერა. პუტინის პროპაგანდა არის ის, რომ სხვები არიან უარესები და ეს სასულიერო პირები, რომლებიც ავანგარდში არიან, შემოდიან და ამბობენ, რომ დასავლეთი არის გამრყვნელი, ისინი თავს გვახვევენ ერთნაირ სქესიანთა ქორწინებას, რათა გარყვნან ერი და ათასგვარი უმცირესობების დევნაში ნადირობა აქვთ გამოცხადებული. ეს არის პრობლემა, რომელიც იზოლაციონიზმში ჩაძირულმა ეკლესიამ წარმოქმნა იმიტომ, რომ ჩვენში, სამწუხაროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ სახარებას უფრო კოცნიან, ვიდრე კითხულობენ,“ - აცხადებს ლევან სუთიძე.