ლარის კურსის გაუფასურების ფონზე დედაქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება - ამის შესახებ განცხადება, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გააკეთა.
რაც შეეხება სამარშუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურს, ლექვინაძე ამბობს, რომ სამარშრუტო ტაქსების ფასებს მისი მფლობელი კერძო კომპანია განსაზღვრავს.
„მეტროს და ავტობუსების მიმართულებით არ ვაპირებთ, რომ ამ ეტაპზე თბილისელ მოსახლეობას მუნიციპალურ ტრანსპორტზე მგზავრობა გავუძვიროთ. რაც შეეხება ე.წ. მარშუტკებს, მას ჰყავს კერძო ოპერატორი კომპანია. არსებული კონტრაქტით თბილისი მერია მოკლებულია რაიმე სამართლებრივ ბერკეტებს ტარიფი არეგულიროს,“-განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
თბილისის მერის განცხადებითვე, მთავრობა ასევე არ აპირებს 2017 წლის ბიუჯეტის გადახედვას და ხარჯების კიდევ უფრო შემცირებას. რაც შეეხება ოპტიმიზაციას საქალაქო უწყებებში, მისი განცხადებით, იგეგმება რამდენიმე სამსახურის გაერთიანება, თუმცა რადიკალური ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.