სირიის მოსახლეობის მხარდამჭერი აქცია გაიმართა თბილისში. საკრებულოსთან შეკრებილი აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა, ხელისუფლების მხრიდან ჰუმანიტარულ კრიზისში მყოფი სირიელების დასახმარებლად, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იყო.
ასევე ჰუმანიტარული ტვირთვის შეგროვება, რისთვისაც შეკრებილებმა კონკრეტული ლოკაციის გამოყოფა მოითხოვეს.
აქციის მონაწილეები სოლიდარობის ნიშნად საახალწლო განათებების ჩაქრობის ინიციატივითაც გამოვიდნენ.