თელავი სირიელი ხალხისთვის! ამ სახელწოდების აქცია გამართეს თელავში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.
მათ სირიაში დაღუპულებს პატივი მიაგეს. ისინი ასევ მზად არიან კონფლიქტის ზონაში დაზარალებულთათვის აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მობილიზებისთვის.
აქციის მონაწილეებმა დიდ ქალაქებში სოლიდარობის ნიშნად რამდენიმე საათით საახალწლო განათებების ჩაქრობაც მოითხოვეს.